» მთავარი » პერსონალი » სტუდენტები » სტრუქტურა » პროგრამები » კონტაქტი

 შპს  „რუსთავის  უმაღლესი  განათლების   აკადემია“   არის შპს  „რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტი“-ს   და  შემდგომ   შპს „რუსთავის კოლეჯი“-ს    უფლებამონაცვლე. რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაარსდა 1992 წლის 3 ივლისს საქართველოს  რესპუბლიკის განათლების მინისტრის ნებართვით, ლიცენზია №01–17/880, ხოლო 2009 წლის ნოემბერში შეიცვალა იურიდიული სახელი  და ნაცვლად     “ რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტი“-სა ეწოდა  შპს“ რუსთავის კოლეჯი“.  ხოლო 2013 წლის   ოქტომბრიდან  კი “ რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემია“.

wesdeba

Sinaganawesi

debulebebi/instruqciebi

saganmanaTlebo programebis katalogebi

abiturientTaTvis

biblioTeka

studentebs

mobiloba

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 24 დეკემბრის №16 სხდომის ოქმის,   119/ს  გადაწყვეტილების  შესაბამისად შპს “რუსთავის კოლეჯს“  შემდგომში “რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემია“  მიენიჭა  ინსტიტუციური აკრედიტაცია.

“უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად საქართველოში არსებობს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი.

“ რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემია“ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველ საფეხურს - ბაკალავრიატის 240 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას.

პროგრამის დასრულების  შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის კვალიფიკაცია და გაიცემა ბაკალავრის დიპლომი.  საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა  გააგრძელოს მაგისტრატურაში.

რუსთავის უმაღლესი განათლების აკადემიაში ბაკალავრიატის პროგრამაზე დაშვება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.

რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიაში  მოღვაწეობენ კვალიფიცირებული პროფესორ – მასწავლებლები. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ  სტუდენტები საფუძვლიან ცოდნას დაეუფლონ.  ბიბლიოთეკაში სპეციალობების შესაბამისად მოიპოვება  უახლესი ლიტერატურა. მათ  განკარგულებაშია კომპიუტერული  კლასი, კაბინეტ – ლაბორატორიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პედაგოგთა უმეტესობა მუშაობს გახსნის დღიდან და დღემდე ემსახურებიან რუსთაველი ახალგაზრდობის სწავლა – აღზრდის საქმეს.

რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემია მდებარეობს საქართველოს უმნიშვნელოვანეს  რეგიონში,  ქვემო  ქართლში, ქ. რუსთავში,გაგარინის ქ. № 8. რუსთავი თბილისიდან  19 კმ-ის მანძილზეა, თვითონ ქვემო  ქართლი  კი  საქართველოს სასაზღვრო  რეგიონია,  სადაც  ადგილობრივი   ქართველი  მოსახლეობის  გარდა  სხვა ეროვნებებიც სახლობენ. ყოველივე ეს კი ამ  რეგიონში მოსწავლე ახალგაზრდობისათვის  სწავლების მოწინავე ტექნოლოგიებსა და   მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კერის არსებობასა და ეფექტიანობას განაპირობებს.

რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემია არის სტუდენტთა და პროფესორთა კავშირი - საგანმანათლებლო  და სამეცნიერო დაწესებულება, სადაც სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და  მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლების ერთიანი სივრცე, რომელიც ემყარება სამ პრინციპს:

1. აკადემიურ თავისუფლებას;
2. სინდისის თავისუფლებას;
3. არჩევანის თავისუფლებას.

ეს პრინციპები  ურთიერთშექცევადია და განაპირობებს ერთმანეთს.

რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიას, როგორც უმაღლესი განათლების  პირველი   საფეხურის – ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელს, ამ რეგიონში მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სწავლების მოწინავე ტექნოლოგიებსა და მეთოდოლოგიაზე  დაფუძნებულ უმაღლესი განათლების კერას აქვს გამოკვეთილად ჩამოყალიბებული  თავისი მისია, რომელიც რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის ფუნქციონირების ძირითადი მიზნებითა და  პრიორიტეტებით განისაზღვრება.

რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის ძირითადი მიზნებია:
ა) გამოიყენოს და იხელმძღვანელოს ბოლონიის დეკლარაციის აღიარებული ღირებულებებით „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის“ შესახებ; ხელი შეუწყოს ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობების განვითარება–დახვეწას დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპების საფუძველზე, რომელიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა–განვითარებისათვის, რაც პიროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების სოციალური და ინდივიდულური ზრდის უცვლელ ფაქტორად უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეს – „ცოდნის ევროპას“ გულისხმობს.
ბ) შექმნას სწავლისა და კვლევისათვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემო; ამ თვალსაზრისით მოახდინოს ცოდნის დანერგვა – გავრცელება და მისი უშუალოდ რეალურ სიტუაციაში გამოყენების სტიმულირება სტუდენტებს შორის, რაც ორიენტირებულია მათი პიროვნული პოტენციალისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზაციის შედეგად საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, რათა დააკმაყოფილოს მათი (პირადი ამბიციები) პიროვნული მოთხოვნები  მაღალი ხარისხის  განათლების, აუცილებელი პროფესიული უნარ – ჩვევებისა და თვისებების შეძენის საქმეში; ჩამოუყალიბოს თავის სტუდენტებს საჭირო კომპეტენცია ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
გ) უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე, შეთავაზოს დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს.
დ) წაახალისოს რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის   მობილობა.
ე) მომაზადოს და გადაამზადოს სამეცნიერო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარების სტაბილურობას და საგანმანათლებლო სისტემის მდგრადობას; შექმნას, შეინარჩუნოს და განავითაროს შესაფერისი პირობები სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კველევებისათვის, რაც გარანტი იქნება ბოლონიის დეკლარაციის შესაბამისად უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ადგილის დასამკვიდრებლად.

ამით განისაზღვრება რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის მისია, რომლის გასათავისებლად დაინტერესებული პირებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის მის გასაცნობად დაწესებულების ადმინისტრაცია უნდა ზრუნავდეს.
ეს, შეიძლება ითქვას, არის რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის დანიშნულება ქვეყნის უმაღლესი განათლების სივრცეში, პასუხობს მოცემულ ეტაპზე არსებულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მოთხოვნებს. რუსთავის უმაღლესი განათლების  აკადემიის საქმიანობა შეესაბამება და  ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  შემუშავებულ სააკრედიტაციო მისიას, რომელსაც იზიარებენ და უზრუნველყოფენ  რუსთავის უმაღლესი  განათლების  აკადემიის მართვის ორგანო, ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.


ჩვენს შესახებ

სიახლე


 ბოლო განახლება: 16/03/2013

ვებსაიტის მფლობელი რუსთავის კოლეჯი
დამზადებულია ნათია მჭედლიძის ვებსტუდიაში © 2010 წლის 25 ივნისი